ჩეხეთის პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა
ჩეხეთის პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

ჩეხეთის პრეზიდენტმა კოალიციური მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მინისტრთა ახალ კაბინეტში პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პარტია „ანოდან” 10 კანდიდატი მოხვდა. ოთხი მინისტრი კი სოციალ-დემოკრატების მხრიდან იქნება წარმოდგენილი.

არჩევნები ჩეხეთში 2017 წლის ოქტომბერში გაიმართა. თუმცა, გამარჯვების მიუხედავად, მილიარდერმა ანდრეი ბაბიშმა, კოალიციის ფორმირება ამ დრომდე ვერ შეძლო.

ანოსა” და სოციალ-დემოკრატების კოალიცია 200 მანდატიან პარლამენტში 93 ადგილს ფლობს, რაც გადაწყვეტილებების უმრავლესობით გასატარებლად არასაკმარისია. კოალიცია მხარდაჭერისთვის პარლამენტში 15 მანდატით წარმოდგენილ კომუნისტურ პარტიას შეუთანხმდა, რის გამოც, მემარჯვენე ძალების უკმაყოფილება გამოიწვია.

1989 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომუნისტური პარტია ძალაუფლებას ირიბად, თუმცა მაინც ფლობს.

პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში პარლამენტს ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად სავარაუდოდ 11 ივლისს მიმართავს.