ჩეხეთის პრეზიდენტი - ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა
ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, მიუღებელია აქციის მონაწილეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი წერს.
პაველმა აღნიშნა, რომ იგი აღფრთოვანებულია ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს ევროპული ოცნების დათმობაზე.
„ახლახან ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ თბილისსა და სხვა ქალაქებში. მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს“, – წერს ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.
I have just spoken with the Georgian President Salome Zourabichvili. The violence against protesters, journalists, and representatives of the political opposition in Tbilisi and other cities is unacceptable. I admire the courage of the Georgian people, who refuse to give up their… pic.twitter.com/lAPm1DINrH