ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინაში კონფლიქტის განვითარება აჩვენებს, რომ მომავალ წელს ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ეს კიევისთვის არ იქნება ხელსაყრელი
ჩეხეთის პრეზიდენტი - უკრაინაში კონფლიქტის განვითარება აჩვენებს, რომ მომავალ წელს ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებას, ეს კიევისთვის არ იქნება ხელსაყრელი

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომში მომავალ წელს მნიშვნელოვანი მოვლენების განვითარებას ელოდება და ეს კიევისთვის არ იქნება ხელსაყრელი.

„უკრაინაში კონფლიქტის განვითარება აჩვენებს, რომ მომავალ წელს დიდი ალბათობით ჩვენ ვიხილავთ მნიშვნელოვან ცვლილებას და ეს არ იქნება ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს“, – აღნიშნა პაველმა.

ამასთან, ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გავლენას მოახდენ მომავალ წელს აშშ-ში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები.

„არჩევნების მოლოდინი ასევე მოიტანს გარკვეულ ცვლილებებს ბრძოლის ველზე, რადგან პუტინმა თქვა, რომ ის აშშ-ს მიიჩნევს ერთადერთ პარტნიორად შესაძლო მოლაპარაკებებისთვის, რაც შეიძლება, მოხდეს მხოლოდ არჩევნების შემდეგ. პუტინის მხრიდან მოლოდინია, თუ დონალდ ტრამპი წარმატებას მიაღწევს, ის შეძლებს მასთან ურთიერთობას, მიუხედავად იმისა, რას ფიქრობს უკრაინა ან დანარჩენი ევროპა და დაუბრუნებს რუსეთს საკვანძო მოთამაშის სტატუსს“, – აღნიშნა პაველმა.