ჩეხეთის პრეზიდენტი ჯანდაცვის ახალ მინისტრს 29 ოქტომბერს დანიშნავს
ჩეხეთის პრეზიდენტი ჯანდაცვის ახალ მინისტრს 29 ოქტომბერს დანიშნავს

ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ჯანდაცვის ახალ მინისტრს 29 ოქტომბერს დანიშნავს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს.

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ექიმი იან ბლატნი დაიკავებს, რომელიც ამჟამად ქალაქ ბრნოს კლინიკის დირექტორის მოადგილეა.

იან ბლატნი ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე რომან პრიმულას შეცვლის, რომელმაც თანამდებობა გასულ კვირას სკანდალის გამო დატოვა. პრიმულას პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გადგომა მოქმედი შეზღუდვების დარღვევის გამო მოსთხოვა. კერძოდ, ჟურნალისტებმა პრიმულა დააფიქსირეს რესტორანში, რომელიც შეზღუდვების ფარგლებში, დაკეტილი უნდა ყოფილიყო.

ჩეხეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდი გამო გასულ კვირას ბარები და რესტორნები დაიხურა. 28 ოქტომბრიდან კი, ქვეყანაში კომენდანტის საათი ამოქმედდა.