ჩეხეთის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ რუსეთის საელჩოში ალკოჰოლური სასმელი არ შესთავაზეს
ჩეხეთის პრეზიდენტი იმედგაცრუებულია, რომ რუსეთის საელჩოში ალკოჰოლური სასმელი არ შესთავაზეს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა რუსეთის საელჩოში, გამარჯვების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე იმედგაცრუება გამოთქვა, რომ ალკოჰოლური სასმელი არ შესთავაზეს. ამის შესახებ  სააგენტო TN.cz  წერს.

პრორუსული განწყობით ცნობილი მილოშ ზემანი საელჩოში სიტყვით რუსულ ენაზე გამოვიდა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრა. დასასრულს, მილოშ ზემანმა განაცხადა, რომ სადღეგრძელოს დალევას ისურვებდა, „თუმცა მე მხოლოდ მინერალური წყალი მომცეს“, – აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის საელჩოში გამართულ ღონისძიებებში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსიც მონაწილეობდა.

73 წლის მილოშ ზემანი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გაუქმებას უჭერს მხარს და უკრაინისთვის ყირიმის სანაცვლოდ, ფულადი კომპენსაციის გადახდის ინიციატივით გამოდის.