ჩეხეთის პრემიერი - ევროკავშირის არჩევნებში ამომრჩევლის მთავარი წუხილი მიგრაციული პრობლემები იქნება
ჩეხეთის პრემიერი - ევროკავშირის არჩევნებში ამომრჩევლის მთავარი წუხილი მიგრაციული პრობლემები იქნება

მომავალი წლის მაისში ევროკავშირის არჩევნებში ევროპელი ამომრჩევლის მთავარი წუხილი მიგრაციული პრობლემები იქნება, – ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბისმა განაცხადა.

„მდუმარე უმრავლესობა“ არჩევნებზე მიგრაციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ჩეხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ევროზონაზე საუბარი სასაცილოა, მაშინ როდესაც შენგენის ზონაში პრობლემებია.

„ჩვენ ერთიანი ევროპა უნდა გვქონდეს. მე ყოველთვის ვსაუბრობ ასტერიქსისა და ობელიქსის სოფელზე, ეს ევროპაა. უნდა დავიცვათ ტერიტორია, კულტურა, ისტორია და ღირებულებები. ჩვენ ერთი ცივილიზაცია გვაქვს და ის უნდა დავიცვათ“, – განაცხადა ანდრეი ბაბისმა.

ჩეხეთი სხვა სახელმწიფოების, სლოვაკეთის, პოლონეთისა და უნგრეთის მსგავსად ბრიუსელის მიერ ინიცირებული მიგრანტების კვოტირების სისტემის მოწინააღმდეგეა.