ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ აშშ-სა და ნატო-ს პროექტში, რაც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს, ყურადღებას დახმარების სხვა გზებზე ვამახვილებთ
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი - ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ აშშ-სა და ნატო-ს პროექტში, რაც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს, ყურადღებას დახმარების სხვა გზებზე ვამახვილებთ

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას აშშ-ისა და ნატო-ს პროექტში, რომელიც ამერიკული იარაღის უკრაინისთვის შეძენას ითვალისწინებს.

ამის შესახებ ფიალამ სააგენტო Publico-სთან განაცხადა.

„ჩეხეთის რესპუბლიკა ყურადღებას ამახვილებს უკრაინის დახმარების სხვა პროექტებსა და გზებზე, მაგალითად, საბრძოლო მასალების ინიციატივის მეშვეობით. ამიტომ ჯერჯერობით ჩვენ არ განვიხილავთ ამ პროექტში შეერთების შესაძლებლობას“, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა აშშ-ისა და ნატო-ს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც,  ამერიკული იარაღის უკრაინისთვის მიწოდებას ევროპელი მოკავშირეები დააფინანსებენ. ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს თქმით, პროექტში მონაწილეობა სურთ გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, ფინეთს, დანიას, შვედეთს, ნორვეგიას, ნიდერლანდებსა და კანადას.