ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას მხარს უჭერს

13:56, 08.02.2026

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას მხარს უჭერს.

ბაბიშის თქმით, ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ სოციალური მედია ბავშვებისთვის საზიანოა.

„მე ამის მომხრე ვარ, რადგან ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ძალიან საზიანოა და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს შვილებზე“,- განაცხადა ანდრეი ბაბიშმა.

მსგავს აკრძალვას რამდენიმე ქვეყანა განიხილავს. კერძოდ, ესპანეთი 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას გეგმავს. 15 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას აპირებენ საბერძნეთშიც.

სოციალურ მედიასთან დაკავშირებით უფრო მკაცრი პოლიტიკის შემუშავებას გეგმავენ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც. მსგავს ზომებს განიხილავენ დანიაშიც.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალურ პლატფორმებზე წვდომა აკრძალა.

მსგავსი