ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორების შესახებ სტატიას აქვეყნებენ
ჩეხეთის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორების შესახებ სტატიას აქვეყნებენ

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრ ქვეყნებს, რომელთა შორის საქართველოცაა, აქვთ შესაძლებლობა, დაუახლოვდნენ ევროკავშირს თავიანთი ამბიციების შესაბამისად, თუ საჭირო რეფორმებს განახორციელებენ. ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში, რომელიც უკრანული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდაში“ გამოქვეყნდა.

წერილი აღმოსავლეთ პარტნიორობის დაარსებიდან ათი წლისთავს ეძღვნება. 2019 წელს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროკავშირისა და მის აღმოსავლელ მეზობლებს შორის ურთიერთობებისთვის – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ურთიერთობებისთვის. მიმდინარე წელს ჩვენ ნამდვილად აქტიური ფორმატის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ათი წლისთავს აღვნიშნავთ. გვახსოვს ღელვა, რომელსაც განვიცდით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაარსებიდან პირველ წლებში. იყო იმის რწმენა, რომ ჩვენ ნამდვილად ვაშენებთ რაღაც ახალს, რასაც ტრანსფორმაცული პოტენციალი აქვს. თუმცა მაშინაც ბევრი იყო ისეთი, ვინც არ ელოდებოდა, რომ პარტნიორობა რეგიონში რამე ცვლილებებს მოიტანდა. გასული წლების განმავლობაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ სირთულეების წინაშეც დგებოდა. თუმცა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არა მხოლოდ გაუმკლავდა ამას, არამედ სიმწიფეს მიაღწია და უფრო მეტადაც განვითარდა, ვიდრე ჩვენ დასწყისში ველოდებოდით“, – ნათქვამია ევროკავშირის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა ითვალისწინებს მისი თითოეული მონაწილის ინტერესებსა და საჭიროებებს.

„ქვეყნებს, რომლებსაც უფრო მეტად სურთ ევროკავშირთან დაახლოება, აქვთ ამის შესაძლებლობა მათი ამბიციებისა და მათ მიერ აღებული ტემპის შესაბამისად“, – წერია პუბლიკაციაში.

ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს რეფორმებს არსებული შედეგების შესაბამისად. „პარტნიორების ამბიციებს ჩვენ პროგრესისა და პოლიტიკური სუბიექტურობის პრიზმით ვზომავთ“, – ნათქვამია სტატიაში.

„ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოები, რომლებსაც გაცხადებული აქვთ დიდი ამბიციები, განახორციელებენ რეფორმებს, ევროკავშირთან მათი შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების მიუხედავად. შედეგად, ისინი მეტს მიიღებენ. ხოლო ისინი, ვინც ნაკლებს მიაღწია – ნაკლებს მიიღებს“, – აღნიშნულია შვედეთის, პოლონეთისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში.

„ჩვენი ქმედებები დღეს განსაზღვრავს ჩვენს ხვალინდელ დღეს. ჩვენ, ევროპელები, უფრო მეტად ძლიერები ვართ, როდესაც ერთად ვართ. ეს წესი მოქმედებს როგორც ევროკავშირის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ“, – ნათქვამია წერილში.

დატოვე კომენტარი