ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა, მოგვიანებით, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს
ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ შენობიდან უკრაინის დროშის ჩამოხსნის ბრძანება გასცა, მოგვიანებით, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალი თავმჯდომარის მიერ უკრაინის დროშის ჩამოხსნის საპასუხოდ, დეპუტატებმა პარლამენტის შენობიდან უკრაინის სამი დროშა გადმოფინეს.

„სამოქალაქო დემოკრატიულმა პარტიამ გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გამოესწორებინა ტომიო ოკამურას პირველი ნაბიჯი. უკრაინის დროშა პალატაში დაბრუნდა და ახლა ჩვენი საპარლამენტო ჯგუფის ფანჯრებიდან არის გადმოფენილი“, – აღნიშნა „სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, მანამდე ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატის ახალმა თავმჯდომარემ, ტომიო ოკამურამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პარლამენტის შენობიდან უკრაინის დროშას ხსნიან.

ოკამურას თქმით, ცვლილებას სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. მისი მოწოდება იყო, რომ უკრაინის დროშა ყველა შენობიდან ჩამოეხსნათ.

„უკრაინის დროშა ჩეხეთის დეპუტატთა პალატის შენობიდან ჩემი ბრძანებით მოხსნეს და ამას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა. ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ რიგში“, – განაცხადა ოკამურამ.