ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს
ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ, მარკეტა პეკაროვა ადამოვამ და სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისალოც წერილებში ხაზგასმულია ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა ჩეხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

მათივე ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის სპიკერები გამოთქვამენ იმედს, რომ ორმხრივი საპარლამენტო პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება ორი ქვეყნის ხალხების საკეთილდღეოდ.