ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო
ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო

ჩეხეთის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის 28 თებერვლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატამ მთავრობის თხოვნა არ გაითვალისწინა და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა.

„როიტერის“ ინფორმაციით, ჩეხეთის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება 14 უმსხვილესი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ხელმძღვანელების თხოვნით მიიღო.

ჩეხეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს მთავრობას, გადადგას მსგავსი ნაბიჯი, მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ქვეყანაში ​კორონავირუსის ბრიტანული შტამის გავრცელების გამო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება.