ჩეხეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებიდან არ გამოვიდნენ
ჩეხეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებიდან არ გამოვიდნენ

ჩეხეთის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, არ გამოვიდნენ სახლებიდან და მაქსიმალურად შეზღუდონ ერთმანეთთან კომუნიკაცია. მთავრობა მოუწოდებს მოქალაქეებს, გარეთ იმ შემთხვევაში გავიდნენ, თუ პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა ან ექიმთან კონსულტაცია და ბუნებაში სეირნობა სურთ.

ამასთან, მოსახლეობამ რეკომენდაცია მიიღო, შეძლებისდაგვარად ერთმანეთს ორი მეტრის დისტანციის დაცვით ესაუბრონ, ასევე თავი აარიდონ ფულის გამოყენებას და ანგარიშსწორება მხოლოდ ბარათებით განახორციელონ.

ჩეხეთში დაიხურა მაღაზიები, რესტორნები, პაბები და სკოლები. ასევე იკრძალება 30-ზე მეტი ადამიანის შეკრება.