ჩეხეთის მთავრობა ინიციატივით გამოდის, ბელარუსში აქციებზე დაშავებულებს ჩეხეთში უმკურნალონ
ჩეხეთის მთავრობა ინიციატივით გამოდის, ბელარუსში აქციების დროს დაშავებულ ადამიანებს ჩეხეთში უმკურნალონ. განცხადება ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა გააკეთა.
„ბელარუსში ბევრი ადამიანი დაშავდა. მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. ჩვენ (ჩეხეთში ბელარუსის დიასპორასთან ერთად) ვისაუბრეთ, რომ ჩეხეთს შეუძლია ჰუმანიტარული დახმარების გაწევა“, – განაცხადა ბაბიშმა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, ბელარუსში თვითმფრინავი გაგზავნოს, რომლითაც დაშავებულებს ჩეხეთში ჩაიყვანენ სამკურნალოდ.