„ჩეხეთის კარიტასმა“ რამდენიმე მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები და ლითონის სანაგვე ურნები გადასცა
„ჩეხეთის კარიტასმა“ რამდენიმე მუნიციპალიტეტს თანამედროვე სტანდარტების ნაგავმზიდები და ლითონის სანაგვე ურნები გადასცა

„ჩეხეთის კარიტასმა საქართველოში“ სლოვაკეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დუშეთის მუნიციპალიტეტს 100 000 ევროს ღირებულების, 14 კუბური მეტრი მოცულობის ნაგავმზიდი და 1110 ლიტრიანი ლითონის სანაგვე ურნები გადასცა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გარდა, „ჩეხეთის კარიტასმა“ ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტს გადასცა შვიდი კუბური მეტრის მოცულობის 4X4-ზე ნაგავმზიდი. ასევე სლოვაკეთის მთავრობის მხარდაჭერით, ონის მუნიციპალიტეტს გადაეცა 137 ცალი 240-ლიტრიანი ურნა სეპარირებული ნარჩენებისთვის, ასევე 60 ცალი 1 110-ლიტრიანი მეტალის ურნა.

უახლოეს ხანში, ონის მუნიციპალიტეტს 7 კუბური მეტრის მოცულობის 4X4-ზე სეპარირებული ნარჩენების შემგროვებელი მანქანა გადაეცემა. გარდა ამისა, სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების საფუძველზე, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარე ონის მუნიციპალიტეტისთვის შემუშავდა მყარი ნარჩენების სეპარირებისა და გადამუშავების მოდელი, სამოქმედო გეგმასთან ერთად. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ ქმედებებზე, რომლებიც ფოკუსირებულია ბიოდეგრადირებადი ნარჩენების გამოყენების მართვის პრაქტიკის დანრგვაზე. ნარჩენების გადამუშავების საქმეში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა რამდენიმე კამპანია.