ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ორჯერ აცრილი ხუთი მილიონი ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 4500-ს დაუდასტურდა
ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ორჯერ აცრილი ხუთი მილიონი ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 4500-ს დაუდასტურდა

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ორჯერ აცრილი ხუთი მილიონი ადამიანიდან ვირუსი მხოლოდ 4500-ს დაუდასტურდა.

ჩეხეთში ვაქცინაციის კურსი დასრულებულად ორივე დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ ითვლება.

„ინფიცირებულთა 75 პროცენტი ვაქცინირებული არ არის“, – განაცხადა ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლადისლავ დუშეკმა.

ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ახალი შემთხვევების უმეტესობა ახალგაზრდებზე მოდის. ივლისში ჩეხეთში „კოვიდ-19“-ით 14 ადამიანი დაიღუპა, მათგან ათი ვაქცინირებული არ იყო.