ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის
ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი ადამ ვოიტეკი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ინიციატივით გამოდის.

ქვეყანაში კვირას „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 244 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე მაღალია ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რიცხვი.

დღეიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომლის ფარგლებშიც კაფეებსა და რესტორნებში, ასევე სილამაზის სალონებსა და სპორტულ თუ კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას ვეღარ შეძლებენ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხის მქონე პირებიც. თუმცა, ჩეხეთში ე.წ. ლოკდაუნის გამოცხადება არ იგეგმება.