ჩეხეთის ელჩი - ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს ალიანსის გაფართოების თემა, ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ
ჩეხეთის ელჩი - ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, დაბლოკოს ალიანსის გაფართოების თემა, ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ

ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა, – ამის შესახებ საქართველოში ჩეხეთის ელჩმა, პეტრ მიკისკამ საფრანგეთის ელჩ დიეგო კოლასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა, რაც ბუქარესტის სამიტზე გამოაცხადეს, მუშაობს დღესაც და ამის დადასტურება გახლავთ შვედეთისა და ფინეთის მიღება. ეს არის გაფართოების დასტური და რა თქმა უნდა, ეს ქვეყნებს დიდ იმედს აძლევს, რომ მათი საკითხიც იქნება გადაჭრილი. ნატო არასდროს მისცემს უფლებას რუსეთს, რომ მან დაბლოკოს ნატო-ს გაფართოების თემა. მთელ იმ დოკუმენტებში ნატო მუდმივად ადასტურებს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის მიმართ“, – განაცხადა პეტრ მიკისკამ.

დატოვე კომენტარი