ჩეხეთის ავიახაზები 18 მაისიდან ფრენებს განაახლებს

17:47, 09.05.2020

ჩეხეთის ავიახაზები 18 მაისიდან ფრენებს განაახლებს. გავრცელებული ცნობით, პირველ ეტაპზე ფრენები შესრულდება ამსტერდამის, ფანკფურტის, პარიზისა და სტოკჰოლმის მიმართულებით.

24 მაისიდან კი, დაიწყება ფრენა კიევში, ოდესაში და ბუქარესტში.

განახლებული წესების მიხედვით, მგზავრები ვალდებულები იქნებიან ფრენის დროს პირბადე ატარონ. ასევე, მათ შორის იქნება დაცული ორმეტრიანი დისტანცია. ბორტზე დეზინფექცია ფრენის წინ და შემდეგ ჩატარდება.

მსგავსი