ჩეხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჩეხეთი არ იღებს ვალდებულებას უკრაინის სესხის დაფარვაზე – „ხაზინა ცარიელია და ყველა ჩეხური კრონა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ“

16:13, 13.12.2025
Andrej Babis arrives at the Prague Castle tone appointed as prime minister in Prague, Czech Republic, Wednesday, June 6, 2018. The Czech Republic's president Milos Zeman has again sworn in billionaire Andrej Babis as the prime minister in a move that could see the Communist Party taking a share of power for the first time since the 1989 anti-Communist Velvet Revolution. (AP Photo/Petr David Josek)

ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ ჩეხეთი არ იღებს ვალდებულებას უკრაინის სესხის დაფარვაზე.

„ჩვენ არ ავიღებთ პასუხისმგებლობას არაფრისთვის და არც ფულს ჩავდებთ“, – განაცხადა ბაბიშმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში.

მისი თქმით, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დროს ბელგიის პრემიერ-მინისტრთან ერთად შეთანხმდა, რომ „ევროკომისიამ უნდა იპოვოს სხვა გზები უკრაინის დასაფინანსებლად“.

„ჩვენი ხაზინა ცარიელია და ყველა ჩეხური კრონა ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ“, – აღნიშნა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ანდრეი ბაბიშმა განმარტა, რომ 15 დეკემბერს ჩეხეთში ახალი მთავრობა დაინიშნება, რის შემდეგაც ის სრულუფლებიანი პრემიერ-მინისტრი გახდება.

მსგავსი