ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ
ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ

ჩეხეთსა და დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებენ.

როგორც ჩეხეთის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, 9 აპრილიდან სპეციალიზებული და სამშენებლო მასალების მაღაზიები გაიხსნება. მისივე თქმით, სხვა მაღაზიები მუშაობას უკვე აღდგომის შემდეგ განაახლებენ.

პრაღაში ასევე დაშვებული იქნება სპორტული აქტივობა. მოქალაქეებს ექნებათ საშუალება, ირბინონ ან ველოსიპედით გადაადგილდნენ,.

ამასთან, ჩეხეთში, ბოლო 24 საათში ინფიცირების 237 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსსს 80 ადამიანი ემსხვერპლა.

მკაცრი ზომების შემსუბუქებას აპირებენ დანიაშიც. კერძოდ, საბავშვო ბაღები და დაწყებითი საფეხურის სკოლები სწავლას 15 აპრილიდან განაახლებენ. დანარჩენი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 10 მაისიდან განახლდება.

ამასთან, ბარები, რესტორნები, ღამის კლუბები, სილამაზის სალონები და სავაჭრო ცენტრები დახურული იქნება. დროებით კვლავ აკრძალული იქნება ათ კაცზე მეტის შეკრება.

6 აპრილის მონაცემებით, დანიაში „კოვიდ-19“ სულ 4 800 ადამიანს დაუდასტურდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსით 187 ადამიანი გარდაიცვალა.