ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა
ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, თბილისის დროით 08:45 საათზე, რუსეთის ფედერაციაში, ჩეჩნეთთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა მოხდა.

პირველადი მონაცემებით, მიწისძვრა 4.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

ცენტრის პირველადი მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 45 კილომეტრში იყო.