ჩეჩნეთში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

10:25, 16.07.2019

ჩეჩნეთში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაშავდა ოთხი ადამიანი – მფრინავი და სახლის სამი მცხოვრები, მათ შორის ერთი ბავშვი.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რესპუბლიკის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.

ჩამოვარდნისას თვითმფრინავმა ელექტროგადამცემი ხაზები ჩაწყვიტა, რის გამოც რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

მსგავსი