ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი რამზან კადიროვის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი რამზან კადიროვის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. დაუდოვის თქმით, რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ჯანმრთელია.
მისივე თქმით, კადიროვი ჩეჩნეთში პირადად აკონტროლებს კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბის მუშაობას.
ასევე, რუსული მედია წერდა, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სავარაუდოდ კორონავირუსით მოსკოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.