ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოს უპილოტო აპარატებით თავს დაესხნენ.
არსებული ინფორმაციით, 8 მაისის დილით გროზნოში დრონები თავს დაესხნენ ხანკალას რაიონს, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ბაზაა განთავსებული. თავდასხმა ასევე განხორციელდა სოფელ ზნამენსკოეში მდებარე ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სამმართველოზე.
გავრცელებული ვიდეოების თანახმად, გროზნოში, სულ მცირე, ორი აფეთქება მოხდა.
ხანკალაში (გროზნოს გარეუბანი) მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა და 42-ე გვარდიის მოტომსროლელი ევპატორიის წითელი დროშის დივიზიის შტაბ-ბინა, რომელიც სამხრეთ სამხედრო ოლქის 58-ე არმიის შემადგენლობაში შედის.