ჩავიმ პიკეს აცნობა, რომ აღარ მიიჩნევს სასტარტოს ფეხბურთელად #1TVSPORT
გამოქვეყნდა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ჩავისა და ცენტრალური მცველის ჟერარ პიკეს შეხვედრის დეტალები.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, საუბრის დროს, რომელიც ორი კვირის წინ შედგა, „ბარსელონას“ დამრიგებელმა აცნობა მცველს, რომ აღარ მიაჩნია ის სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად. ჩავიმ ასევე აქცენტი გააკეთა პიკეს ხშირ ტრავმებზე, მის ცხოვრებაში არსებულ სხვა ინტერესებზე და მაღალ ხელფასზე, რასაც მწვრთნელმა კლუბის ტვირთი უწოდა.
თავად პიკე მაინც აპირებს კატალონურ გუნდში დარჩენას და ძირითადი შემადგენლობისთვის ბრძოლას. ასევე მცველი მზადაა ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.