ჩავიმ დე იონგი და დეპაი „ბარსელონადან“ წასვლაში უნდა დაარწმუნოს #1TVSPORT
„ბარსელონას“ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაის გაშვება სურს.
გამოცემა Diario Sport-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე ჩავის კონტაქტი ჰქონდა კლუბის სპორტული მენეჯმენტის წარმომადგენლებთან. მას მიანიშნეს, რომ 25 წლის ნახევარმცველისა და 28 წლის ფორვარდის გაყიდვა ახლა კლუბის პრიორიტეტია.
დე იონგსა და დეპაის არ უნდათ გუნდიდან წასვლა, ამიტომაც უახლოეს დღეებში ჩავი მათ დაელაპარაკება და ხელმძღვანელობის პოზიციას გააცნობს. მწვრთნელი შეეცდება დაარწმუნოს ფეხბურთელები, რომ მათი წასვლა ყველას სარგებელს მოუტანს,
დე იონგის მიმართ ინტერესს იჩენენ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“, დეპაი კი ელოდება სარფიან წინადადებას.
„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ ჯამში დე იონგისა და დეპაის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს, აგრეთვე თანხა დაიზოგება სახელფასო ბიუჯეტში.