„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ გადაიფიქრა სეზონის შემდეგ კლუბის დატოვება და გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.
როგორც გამოცემა Mundo Deportivo წერს, უახლოეს ხანში ჩავი „ბარსელონას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტასა და სპორტულ დირექტორს, დეკუს შეხვდება, რათა განიხილოს თანამშრომლობის გაგრძელების დეტალები.
ჩავის მოქმედი კონტრაქტი კატალონურ გრანდთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ ამა წლის იანვარში განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის შემდეგ დატოვებდა „ბარსელონას“.