ჩავი ყატარის ჩემპიონი გახდა

12:00, 06.04.2019

ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ყოფილი ნახევარმცველი ჩავი ყატარის ჩემპიონი გახდა ალ სადის შემადგენლობაში, რომლის რიგებშიც 2015 წლიდან გამოდის.

ეს არის ჩავის პირველი ტიტული ყატარში.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა ალ-სადის მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ეს იყო ალ-სადის ისტორიაში რიგით მე-14 ჩემპიონობა.

მსგავსი