„ბარსელონას“ ყოფილმა მწვრთნელმა ჩავიმ განაცხადა, რომ ზაფხულში მზად არის სათავეში ჩაუდგეს ნაკრებს ან კლუბს და ელოდება შესაფერის წინადადებებს.
„მე მჭირდება შესვენება ივნისამდე, ამის შემდეგ კი მზად ვარ მოვისმინო წინადადებები კლუბებისგან და ნაკრებებისგან.
რატომ არ შეიძლება ვიმუშაო ეროვნულ გუნდთან, რომელიც მონაწილეობს შესარჩევში და რომელიც ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ან რომელიმე კლუბთან ერთად ისევ გავიდე ჩემპიონთა ლიგაზე, რათა გამარჯვებისთვის ვიბრძოლო.
მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ივნისამდე სიმშვიდე მჭირდება. ივნისში ვნახავ, რას შემომთავაზებს ბაზარი.
ძალიან მჭირდება ახალი პროექტი, რომელიც აღმაფრენას მომცემს. მინდა გავაგრძელო სამწვრთნელო კარიერა“, – განაცხადა ჩავიმ ჟურნალ France Football-თან ინტერვიუში.