„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება „მილანის“ ახალი მწვრთნელის პოსტზე.
Sky Sport Italia-ს მონაცემებით, მილანური კლუბი აქტიურად ეძებს მწვრთნელს, რომელმაც შეიძლება შეცვალოს სტეფანო პიოლი. „მილანის“ მფლობელის მრჩეველს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს უნდა, რომ იტალიურ კლუბში ჩავი მივიდეს მას შემდეგ, რაც ის „ბარსელონას“ დატოვებს. როგორც ცნობილია, ეს ამ სეზონის დასრულების შემდეგ მოხდება.
ასევე, მილანელთა მიერ შედგენილ შორტლისტში შედიან: რუბენ ამორიმი (სპორტინგი), უნაი ემერი (ასტონ ვილა) და სერჟიო კონსეისაო (პორტუ).