ჩავი - ლუის ენრიკე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში „ბარსელონა“ „პარი სენ-ჟერმენს“ დღეს, 10 აპრილს პარიზში დაუპირისპირდება. კატალონიელების მთავარმა მწვრთნელმა მეტოქე გუნდის თავკაცის შესახებ ისაუბრა და ლუის ენრიკეს მისამართით კომპლიმენტები არ დაიშურა.
„ლუის ნერიკე ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, ვისაც ვიცნობ. ის არაჩვეულებრივი პიროვნებაა და დიდებული მწვრთნელი. ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით მოთამაშეები გამუდმებულ პროგრესს განიცდიან. მასთან უამრავი შესანიშნავი მოგონება მაკავშირებს და დიდ პატივს ვცემ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მიხარია, რომ შევხვდები.
პარიზელებს ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ. სამწუხაროა, რომ ეს ფინალური მატჩი არ არის. ნამდვილად მოტივირებულები ვართ გამარჯვებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, რომელსაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჰყავს“, – განაცხადა ჩავიმ „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირებამდე რამდენიმე საათით ადრე.