ჩავი ერნანდესმა, შესაძლოა, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩაიბაროს #1TVSPORT
„ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესი, შესაძლოა, სათავეში „მანჩესტერ იუნაიტედს“ ჩაუდგეს.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი სპეციალისტი მანჩესტერული გრანდისთვის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა და „იუნაიტედის“ მენეჯერები ჩავისთან მოლაპრაკების პროცესში არიან, გუნდზე კი ერიკ ტენ ჰაგის (მოქმედი მთვარი მწვრთნელის) გავლენა სულ უფრო გაუფერულდა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „მაჩესტერ იუნაიტედმა“ მხოლოდ 11 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უჩვეულოდ დაბალ პოზიცაზე, მე-12 ადგილზეა.