ჩარტერული რეისით ერაყიდან საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა
ჩარტერული რეისით ერაყიდან საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა

ბათუმის აეროპორტში ჩარტერული რეისით ერაყიდან საქართველოს 70 მოქალაქე დაბრუნდა. მგზავრებთან ერთად თვითმფრინავით გადმოასვენეს ასევე ერაყში დაღუპული საქართველოს მოქალაქეც, რომელიც 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა.

39 წლის გენადი ცენტერაძე ქობულეთის მკვიდრია და ერაყში მეუღლესთან ერთად სამუშაოდ იმყოფებოდა.

ჩარტერული რეისი აჭარის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იორდანიაში საქართველოს საელჩოს კოორდინაციით, ერაყის რესპუბლიკის ქურთისტანის რეგიონიდან განხორციელდა.

რეისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ერაყული კომპანია „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მიერ დაფინანსდა.

აეროპორტში მგზავრებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად დახვდა.

დღეს ჩამოსული ყველა მოქალაქე კარანტინში გადაიყვანეს.