ჩარლზ ბარკლიმ აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კერი გააკრიტიკა #1TVSPORT
ჩარლზ ბარკლიმ აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სტივ კერი გააკრიტიკა #1TVSPORT

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 11-გზის მონაწილემ, ჩარლზ ბარკლიმ აზრი გამოთქვა აშშ-ის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, სტივ კერის გადაწყვეტილებაზე. პარიზის ოლიმპიადაზე აშშ-ისა და სერბეთის მატჩის (110:84) დროს კერმა თამაშის სტარტიდან ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა NBA-ის ჩემპიონი, „ბოსტონ სელტიქსის“ ლიდერი ჯეისონ ტეიტუმი.

„თითოეული იმსახურებს იმას, რომ ითამაშოს, მინიმუმ, 10 წუთი. 1992 წელს ჩვენი ნაკრების მწვრთნელმა, ჩაკ დეილიმ ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა. მას სასტარტო ხუთეულის ორი ვარიანტი ჰქონდა. მახსოვს, მან თქვა: „თქვენ დაიწყებთ, როცა ვითამაშებთ საუკეთესო გუნდთან“. ლაპარაკი იყო ჩემზე, ჯორდანზე და სხვა ბიჭებზე. მაგრამ მან ასევე თქვა: „ჩვენ გვეყოლება მეორე სასტარტო ხუთეული გარკვეულ მატჩებზე“. ის ამბობდა: „ბიჭებო, თქვენ ითამაშებთ პირველი 10 წუთი, თქვენ – მეორე 10 წუთი“. არასწორია, რომ ყველამ ივარჯიშოს და შემდეგ ვიღაცამ არ ითამაშოს ოლიმპიადაზე. მათ უნდა მისცენ თუნდაც 10-15 წუთი“, – განაცხადა ბარკლიმ NBA Radio-ს ეთერში.