ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა
ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ავარიისას დაშავებული შვიდი ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

როგორც მედიკოსებმა განაცხადეს, დაშავებულები კონტაქტურები იყვენენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათივე თქმით, ნაწილს ხელი ჰქონდა ნაღრძობი.

შემთხვევა გვირაბთან მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.