ჩაქვის გვირაბთან ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა

14:54, 23.07.2020

ჩაქვის გვირაბთან ავარია მოხდა, ერთმანეთს ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ზუსტდება, რამდენი ადამიანი დაშავდა. ადგილზე უკვე იმყოფება სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი, რომელსაც ერთი დაშავებული კლინიკაში გადაჰყავს.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ბათუმი-ქობულეთის ცენტრალური მაგისტრალის ჩაქვის მონაკვეთზე ამ დროისთვის ტრანსპორტის მოძრაობა შეწყვეტილია.

მსგავსი