ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება
ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება

ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 საათიდან 7 თებერვლის 03:30 საათამდე დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.

„საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, 2020 წლის 6 თებერვლის 18:30 საათიდან 7 თებერვლის 03:30 საათამდე დაგეგმილი სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, საჭიროა გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, სავალი ნაწილის დროებით შევიწროვება ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.