ჭანტურიშვილმა „რეინჯერსს“ გაუტანა და „იაბლონეცი“ ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა #1TVSPORT

01:06, 28.08.2026

ვახტანგ ჭანტურიშვილი ჩეხური „იაბლონეცის“ მთავარი გმირი გახდა შოტლანდიურ „რეინჯერსთანკონფერენსლიგის საპასუხო შეხვედრაში და საბოლოოდ მისი გოლით გუნდი ტურნირის მთავარ ეტაპზე გავიდა.

პირველი მატჩი შოტლანდიელებმა 1:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრაში კი ჩეხურმა გუნდმა ანალოგიური ანგარიშით გაიმარჯვა. ერთადერთი გოლი ანგარიშზე 73-ე წუთზე ეფექტური დარტყმით ქართველმა შემტევმა ჩაიწერა.

გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უკეთ „იაბლონეცმა“ შეასრულა (4:3) და კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის საგზური მოიპოვა.

მსგავსი