ჭანტურიშვილმა ჩეხეთში თამაში განაახლა
ჭანტურიშვილმა ჩეხეთში თამაში განაახლა

საფეხბურთო ჩემპიონატი ჩეხეთშიც განახლდა, სადაც 26-ე ტურის მატჩენი გაიმართა – სეზონის განახლების შემდეგ მეორე მატჩი ვახო ჭანტურიშვილმაც ითამაშა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის გუნდმა „ზლინმა“ შინ ოსტრავასბანიკს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დაასრულა.

ვახო ჭანტურიშვილმა თამაში „ზლინის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ამ დროისთვის სტუმრები 0:1-ს იგებდნენ. მასპინძლებმა ქულა 90-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიპოვეს.

ჩეხლიგაში“ გამართული 26 ტურის შემდეგ „ზლინმა” 23 ქულა დააგროვა და მე-14 ადგილზეა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი ბოლოადგილოსნებს, „პრიბრამსა“ და „ოპავას“ კი მხოლოდ 5-5 ქულით უსწრებს და გასავარდნთა ზონაშია.