ჭანტურიშვილის ასისტი გადამწყვეტი გამოდგა - უკრაინაში ქართველებმა გასვლითი შეხვედრები მოიგეს, არაბიძე ისევ ისვენებს [ვიდეო] #1TVSPORT
ჭანტურიშვილის ასისტი გადამწყვეტი გამოდგა - უკრაინაში ქართველებმა გასვლითი შეხვედრები მოიგეს, არაბიძე ისევ ისვენებს [ვიდეო] #1TVSPORT

საბერძნეთის სუპერლიგაში ლევან შენგელიას „ოფი კრეტა“ „ატერასს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ქართველი ფლანგის შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 82 წუთი ითამაშა.

სამხრეთ კორეის K ლიგა 1-ში გიორგი არაბიძის „ულსანმა“ გასვლაზე „დეგუ“ 1:0 დაამარცხა. ქართველი ფეხბურთელი ტრავმის გამო ვერ თამაშობს. არაბიძემ ბოლოს „ულსანის“ ფორმა 2024 წლის 26 ნოემბერს მოირგო.

უკრაინის პრემიერლიგაში ორი ქართველის გუნდმა გასვლაზე ითამაშა და ორივემ 2:0 მოიგო. გიორგი მაისურაძის „პოლესიე“ პოლტავის „ვორსკლას“ ესტუმრა – ქართველი მცველი მეორე ტაიმში შეცვალეს. ნიკა გაგნიძემ 85 წუთი ჩაატარა კოვალივკის „კოლოსში“, რომელმაც გასვლაზე „ლივი ბერეგი“ დაამარცხა.

ჩეხეთის ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა „პარდუბიცესთან“ და „იაბლონეცს“ თამაშის მოგებაში დაეხმარა – 1:0. ქართველმა შემტევმა 7,6 ქულა მიიღო, როგორც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა პეტრე შევჩიკმა, მაგრამ ამ უკანასკნელს უპირატესობა გოლის გამო მიანიჭეს.