„ჩანდლერის ინსტიტუტის“ კვლევის მიხედვით, სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მე-13 ადგილს იკავებს
„ჩანდლერის ინსტიტუტი“ კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს.
საქართველოს სასამართლო სისტემა მსოფლიოში 27-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-13 ადგილი დაიკავა.
კვლევის მიხედვით, ევროპის საუკეთესო 14 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი.
სასამართლო სისტემის ხარისხის შეფასება ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც პასუხობს შემდეგ კითხვებს: 1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან; 2. რამდენად ეფექტურია სასამართლო კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში.