ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა – „უდინეზე“ „მილანთან“ დამარცხდა #1TVSPORT

02:22, 26.10.2026

გიორგი ჩაკვეტაძემ მორიგი შეხვედრა ჩაატარა „უდინეზეში“, რომელმაც „მილანს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის საშინაო დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უდინელების ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მისი თამაში 6,7 ქულით შეაფასეს.

„სტადიო ფრიულიზე“ გამართულ დაპირისპირებაში „მილანი“ მე-6 წუთზე კრისტიან პულიშიჩმა დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე ომარ ჰაჩინსონმა „როსონიერის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა.

იტალიის სერია A-ში გამართული 8 ტურის შემდეგ „უდინეზეს“ ანგარიშზე მხოლოდ 4 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-17 პოზიციაზეა.

მსგავსი