ჩაკვეტაძე ტრავმის გამო შეცვალეს - დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია #1TVSPORT
ჩაკვეტაძე ტრავმის გამო შეცვალეს - დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე „ქოვენთრისთან“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა, შესვენების შემდეგ კი „უოტფორდის“ მწვრთნელმა შეცვალა.

ინგლისის ჩემპიონშიპის 37-ე ტურის შეხვედრაში ქართველი შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ შესაცვლელი გახდა.

44-ე წუთზე თამაში დროებით სწორედ ქართველის ტრავმის გამო შეჩერდა – ჩაკვეტაძე ტკივილმა შეაწუხა და ექიმების ჩარევა გახდა საჭირო. გიორგი მოედანს კი დაუბრუნდა, მაგრამ შესვენების შემდეგ აღარ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის ტრავმის სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ მუხლის ტრავმის გამო თამაში ცოტა ხნის წინაც გამოტოვა.