ჩაფიძის კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმის გარდაცვალება არ უკავშირდება აცრას
ჩაფიძის კლინიკაში აცხადებენ, რომ ექიმის გარდაცვალება არ უკავშირდება აცრას

ექიმის გარდაცვალება არანაირად არ უკავშირდება აცრას, – ამის შესახებ ჩაფიძის კლინიკის ექიმმა, თამაზ მაღლაკელიძემ განაცხადა.

როგორც თამაზ მაღლაკელიძემ აღნიშნა, ექიმი მის კლინიკაში პარასკევს სასწრაფო დახმარების მანქანამ შეიყვანა გულის უკმარისობით.

„ეს პაციენტი ქრონიკული პაციენტია, ადრეც მკურნალობდა, ჩვენთან რამდენჯერმე იწვა, მას დაბადებიდანვე ჰქონდა ხერხემლისა და გულმკერდის მკვეთრი ანომალია, აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ის დაავადებებიც, რომელიც შემდგომში განუვითარდა. ეს იყო ფილტვის დაავადებები: ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ფილტვების ფიბროზი, გულის გამოწვეული კიფოსკოლიოზი მკვეთრად გამოხატული და გულის დაავადებები. ამ პაციენტის დაავადება ქრონიკული გახდა, რის შემდეგადაც ხშირად მკურნალობდა სტაციონარებში, იყო ჟანგბადდამოკიდებული, სახლშიც ჰქონდა ჟანგბადის კონცეტრატორი, რასაც მუდმივად ხმარობდა ის. რაც შეეხება ვერსიას, რომ ეს იყო აცრის შემდეგ გამოწვეული, ეს აბსურდია. ეს ვაქცინაცია კაცობრიობის მონაპოვარია. რაც შეეხება პაციენტს, მის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა მისი გულ-მკერდის რენდენოგრაფია, რომ გენახათ ფილტვებში რა ხდებოდა გაგიკვირდებოდათ, როგორ ახერხებდა ამდენხანს. ამ ფიბროსკოლიოზის გამო, გულის უკმარისობა განვითარდა. გამოკვლევების შედეგად ჰქონდა ჟანგბადის ვარდნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს შემთხვევა არანაირად არ უკავშირდება აცრის მომენტს“, – განაცხადა თამაზ მაღლაკელიძემ.