ჩაძირულ ტიტანიკს ამ დრომდე ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეო გადაუღეს — #1tvმეცნიერება
ჩაძირულ ტიტანიკს ამ დრომდე ყველაზე მაღალი ხარისხის ვიდეო გადაუღეს — #1tvმეცნიერება

1912 წელს ჩაძირულ სახელგანთქმულ სამგზავრო გემ „ტიტანიკს“ ახალმა ექსპედიციამ უმაღლესი ხარისხის ვიდეო გადაუღო.

მასალა წარმოადგენს ჩაძირული ტიტანიკისთვის გადაღებულ მსოფლიოში პირველ და ერთადერთ 8K ვიდეოგამოსახულებას. საოცრად დეტალური ვიდეომასალა საზღვაო არქეოლოგებს ტიტანიკის დაშლის მაჩვენებლის უკეთესად შესწავლაში შეიძლება დაეხმაროს. ექსპედიცია ორგანიზაცია OceanGate Expeditions-მა მოაწყო.

ვიდეოს საფუძველზე მეცნიერებმა ასევე შეიძლება გამოავლინონ ჩაძირული გემის მიმდებარედ ბინადარ ზღვის არსებები; გემი დაახლოებით 3810 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული.

2022 წლის ექსპედიციისას გადაღებული ვიდეოს საფუძველზე, ექსპერტებმა უკვე გამოავლინეს ახალი დეტალები ჩაძირული მდიდრული გემის შესახებ.

„ჩაძირულ ტიტანიკს ათწლეულებია ვსწავლობ და იქ ბევრჯერ ჩავყვინთე კიდეც, მაგრამ ასეთი დეტალური გამოსახულება ჯერ არ მინახავს“, — წერს ტიტანიკის ექსპერტი რორი გოლდენი.

მისი განცხადებით, ვიდეოს ყველაზე საოცარი ნაწილია ერთ-ერთი ცალმხრივი ბოილერი, რომელიც ოკეანის ფსკერზე მაშინ ჩავარდა, როდესაც ტიტანიკი ორად გაიხლიჩა.

ტიტანიკის 2240 მგზავრიდან ჩაძირვას 1500-ზე მეტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტიტანიკი ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტის გემთსაშენ Harland & Wolff-ში აიგო. მისი სიგრძე 269 მეტრს აღწევდა და იმ დროისთვის მსოფლიოში უდიდესი გემი იყო.