ჩადში ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა სულ მცირე 20 სამხედრო მოკლეს
ჩადში ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა სულ მცირე 20 სამხედრო მოკლეს

ჩადში ისლამისტური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა სულ მცირე 20 სამხედრო მოკლეს. შესაბამის ინფორმაცია სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას არმიის პრესსპიკერმა გენერალმა, აზემ ბერმანდოამ განუცხადა, თავდასხმა ჩადის ტბის მიმდებარედ განხორციელდა, როდესაც სამხედროები აღნიშნულ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ.

ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიაში, ნიგერში, ჩადსა და კამერუნში მოქმედებს. მხოლოდ ნიგერიაში 2009 წლის შემდეგ ტერორისტების თავდასხმებს 30 ათასზე მეტი ადამიანი შეეწირა. საპასუხოდ, ნიგერიის და სხვა მეზობელი სახელმწიფოების მთავრობებმა ტერორისტების წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია დაიწყეს.

დატოვე კომენტარი