ჩადში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
ჩადში „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

ჩადში დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. „ფრანს პრესის“ ცნობით, ექსტრემისტები ნიგერისა და ჩადის საზღვრის სიახლოვეს მდებარე სოფელს დაესხნენ თავს. ბოროტმოქმედებმა 18 ადამიანი მოკლეს, კიდევ ორი დაჭრილია, სოფლიდან გაიტაცეს 10 ქალი.

ნიგერიაში მოქმედი დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ ქვეყანაში შარიათის წესის დამკვიდრებას ითხოვს. დაჯგუფების წევრთა თავდასხმების შედეგად რვა წელიწადში ნიგერიასა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.