ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგ-ლისტში ნანა ძაგნიძის მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა.
ლოზანას გრან-პრის გათამაშებაზე დაფიქსირებული ფენომენალური შედეგის შემდეგ ნანა ძაგნიძე 17 საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიოს უძლიერეს ტოპ-ათეულში დამკვიდრდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი რეიტინგული მატება მაღალი რანგის ტურნირებზე დაფიქსირებული შედეგის სანაცვლოდ საკმაოდ იშვითია და რთული.
ნანა ძაგნიძის გარდა ქართველთაგან მსოფლიოს საუკეთესო ქალ მოჭადრაკეთა ასეულში არიან:
17.ლელა ჯავახიშვილი (2475)
25.ბელა ხოტენაშვილი (2458)
26.ნინო ბაციაშვილი (2457)
38.მერი არაბიძე (2428)
92.სალომე მელია (2370)
ვაჟთა ასეულში საქართველოს წარმომადგენელთაგან 2686 ქულით ივან ჩეპარინოვია და ის 45-ე ადგილზეა.
ვაჟთა შორის 2863 ქულით ლიდერი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენია, ხოლო ქალთა რეიტინგში 2658 ქულით ჩინელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ჰოუ იფანია.