ჭადრაკი | მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პლეი ოფში აზერბაიჯანს შეხვდება #1TVSPORT
ჭადრაკი | მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პლეი ოფში აზერბაიჯანს შეხვდება #1TVSPORT

ესპანეთის ქალაქ ლინარესში მიმდინარე მსოფლიოს ქალთა გუნდურ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები პლეი ოფში აზერბაიჯანის ნაკრებს შეხვდება.

ქართველმა მოჭადრაკეებმა პლეი ოფის საგზური ოთხი ტურის შემდეგ, ვადაზე ადრე გაინაღდეს. ბოლო ტურში საფრანგეთის გუნდს ახალგაზრდული შემადგენლობით დაუპირისპირდნენ და 1:3 დამარცხდნენ.

აზერბაიჯანთან პლეი ოფის შეხვედრა 21 ნოემბერს გაიმართება, წარმატების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ნახევაფინალში ითამაშებს.

პლეი ოფის წყვილები:

აზერბაიჯანი – საქართველო

ფიდე-ს გუნდი – უზბეკეთი

აშშ – ჩინეთი

ყაზახეთი – ინდოეთი

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე:

ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ანასტასია კირთაძე, კესარია მგელაძე. კაპიტანი სალომე მელია.